logo_geo
სამყაროს გიგანტური სიმულაცია შექმნეს
- +

10 ივნისი. 2017. 01:19


ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, სუპერკომპიუტერის საშუალებით, სამყაროს დაბადებისა და განვითარების უდიდესი სიმულაცია შექმნეს. ის მათ დაეხმარება შეისწავლონ ბნელი მატერიის განლაგება და ფართომასშტაბური კოსმოსური სტრუქტურების წყობა. ამის შესახებ გამოცემა Phys.org-ი წერს.


ვირტუალურ სამყაროში 25 მილიარდი გალაქტიკაა, რომელიც თავის მხრივ, ორი ტრილიონი ციფრული ნაწილაკისგან შედგება. ნაწილაკების გროვის საკუთარი გრავიტაცია კი ქმნის ჰალოს (ოპტიკური ფენომენი). ეს უკანასკნელი, თანამედროვე კოსმოლოგიური გამოთვლებით, მონაწილეობას ღებულობს გალაქტიკების ფორმირებაში და წარმოადგენს "კვანძს", რომელიც ჩვეულებრივ მატერიას იზიდავს.


სიმულაციის შესაქმნელად, შვეიცარიის ეროვნული გამოთვლების ცენტრიდან, გამოიყენეს კომპიუტერი Super Piz Daint. ვირტუალური სამყაროს შექმნის გენერაციას 80 საათი დასჭირდა. მოდელი ეფუძნება კოდს PKDGRAV3, რომელიც აღწერს ბნელ მატერიასა და კოსმოსურ ფართომასშტაბიან სტუქტურებს.


სიმულაცია, თანამგზავრი Euclid-ის ოპტიმიზაციისთვისაა საჭირო, რომელსაც მილიონობით გალაქტიკის დასაკვირვებლად აგზავნიან. მეცნიერები შეისწავლიან სინათლის დამახინჯების ფენომენს, რომელიც ბნელი მატერიის ზემოქმედებით ხდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი