logo_geo
სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის აუცილებელი ოთხი ფაქტი
- +

10 ივნისი. 2017. 03:27


შვედმა მეცნიერებმა ის ოთხი მთავარი ფაქტორი დაასახელეს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას პირდაპირ უკავშირდება. Journal of Internal Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის შესახებ ინფორმაციას Medical Xpress-ი ავრცელებს.


სპეციალისტების აზრით, ადამიანის ღრმა მოხუცებულობამდე სიცოცხლისთვის აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების ელემენტებია: უარი სიგარეტის მოწევაზე, რეგულარული ფიზიკრი აქტივობა (არანაკლებ 150 წუთისა კვირაში), ალკოჰოლური სასმელის ზომიერად მიღება (არა უმეტეს 14 ალკოჰოლური ერთეულისა კვირაში, ერთეული - დაახლოებით 30 გრამი არაყია) და საკვები ნივთიერებების და ვიტამინების შემადგენლობით დაბალანსებული დიეტა.


კვლევაში, 45-დან 83 წლამდე ასაკის 33 ათასზე მეტი კაცი და 30 ათასზე მეტი ქალი მონაწილეობდა. არცერთ მათგანს კვლევის დასაწყისში (1998 წელი) არ აღენიშნებოდა სიმსივნური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. 


კვლევის დასრულების შემდეგ, 2014 წელს, თავდაპირველი ჯგუფიდან გარდაიცვალა 8,5 ათასი კაცი და 6,5 ათასი ქალი. გარდაცვალების მიზეზების გარკვევას გამოვლინდა მტკიცე კავშირი ცხოვრების წესს და მის ხანგრძლივობას შორის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი