logo_geo
სამი მილიარდი წლის განმავლობაში, მზემ თავისი მასის მესამედი დაკარგა
- +

13 ივნისი. 2017. 23:10


ასტრონომი პეტრუს მარტენსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადრეული მზე უფრო დიდი იყო, ვიდრე იგი ახლაა და თავის მასას მნათობი ახლაც კარგავს. ამის თაობაზე, კვლევის შედეგები arXiv.org-ის ელექტრონულ ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი.


დაახლოებით, სამი მილიარდი წლის მანძილზე, მზემ თავისი მასის მესამედი დაკარგა. თუმცა ეს არ არის საკმარისი წონა საიმისოდ. რომ მზემ თავისი სიკაშკაშე დაკარგოს. მეცნიერი ამ დასკვნამდე, იმ დაკვირვებამ მიიყვანა, რომ მზე და მისი მსგავსი მნათობები თავისი მოძრაობის სიჩქარეს ამცირებენ, ამას კი მეცნიერი ისევ და ისე, მზის მასის შემცირებით ხსნის.


მეცნიერის გათვლებით, დაახლოებით სამ მილიარდზე მეტი წლის წინ, ანუ როცა მნათობი ახალგაზრდა იყო, მას მართალია უფრო მეტი მასა ჰქონდა, მაგრამ იგი ისეთი ენერგიული არ იყო, როგორც დღესაა და სწორედ ამას უკავშირდება დედამიწაზე და მარსზე თხევადი წყლის არარსებობა. ანუ ახალგაზრდა მზის ენერგია თხევადი წყლის წარმოსაქმენლად საკმარისი არ იყო, - ასკვნის ასტროლოგი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი