logo_geo
არის თუ არა სპინერი „ანტისტრესი“ - რას გვირჩევს ფსიქოლოგი
- +

14 ივნისი. 2017. 18:51



ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძის მოსაზრება - სათამაშო „სპინერთან" დაკავშირებით.


გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:


1) სათამაშოს შეძენის სურვილი, ბავშვებში უმეტეს შემთხვევაში არის მიმბაძველობითი ხასიათის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს მშობელმა, რომ ფლობის სურვილი თავისთავად მიუთითებს პრობლემაზე.


2) არ არსებობს არანაირი სამეცნიერო კვლევა, რომელიც დაგვიდასტურებს ამ კონკრეტული ნივთის „ანტისტრესულ" ხასიათს.


3) დაგროვებული ფსიქიკური ენერგია (რისი დაგროვებაც უმეტეს წილად ხდება სტრესის დროს), ნებისმიერი სახის მოტორული აქტივობა იწვევს ამ ენერგიისგან გათავისუფლების განცდას (იქნება ეს სირბილი, კალმის თავის წკაპუნი, სათამაშო „სპინერის" ტრიალი თუ ა.შ.).


4) თუ ადამიანი ეჩვევა სტრესთან გამკლავების მხოლოდ (ვიმეორებ - მხოლოდ) ამ გზას, არის რისკი ადიქციის ჩამოყალიბებისა (როგორც მაგალითად ალკოჰოლი, გადაჭარბებული ექსტრიმი ან ა.შ.)


5) ადიქციაზე, დამოკიდებულებაზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

  • ქცევა არ არის კონტროლირებადი
  • არის განმეორებადი
  • შეიცავს ზიანს


6) ბოლო პუნქტის არსებობის შემთხვევაში სასურველია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, შფოთვის დაგროვების მიზეზის პოვნა, მისი ვერბალიზაცია, მხოლოდ მოტორული აქტივობით ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.


7) რაც შეეხება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, აქაც რამდენიმე გარემოებაა, რომლებიც ასევე არ არის მეცნიერულად დამტკიცებული, თუმცა, ფაქტია რომ ADHD სინდრომის მქონე ბავშვებში (რომლებსაც აპრიორი უჭირთ მოზღვავებული ფსიქიკური ენერგიის მართვა) სათამაშო დადებითად მოქმედებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი