logo_geo
საოცარი ფაქტები მარსის შესახებ - წითელი პლანეტა უფრო მეტად შეგიყვარდებათ
- +

14 ივნისი. 2017. 20:51



ბოლო წლებში, კაცობრიობამ მარსზე მრავალი თანამგზავრი თუ ზონდი გაგზავნა. ამ გაბედულმა ხომალდებმა დედამიწაზე მრავალი თვალწარმტაცი ფოტო გამოაგზავნეს, რომელთაც შთააგონეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის არაერთი ფილმი, მათ შორის „მარსელი"; გარდა ამისა, ელონ მასკს წითელი პლანეტის კოლონიზაციის იდეაც კი გაუჩნდა.


მაგრამ რამდენად ბევრი იცით სინამდვილეში დედამიწის კარის მეზობლის შესახებ?


მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მარსზე ჯერ არ ჩასულან და ამოუსხნელია კიდევ მრავალი საიდუმლო, მეცნიერებმა მარსის შესახებ უზარმაზარი მოცულობის მონაცემები შეაგროვეს.


წარმოგიდგენთ 12 გასაოცარ ფაქტს მარსის შესახებ, რომელთა შესახებაც შესაძლოა არ იცოდეთ. 

 

1. ზედაპირის ფართობი


მარსის ფართობი თითქმის იგივეა, რაც დედამიწის ხმელეთის, თუ არ ჩავთვლით წყალს, რომელიც დედამიწის ზედაპირის 71%-ს იკავებს.


2. ტემპერატურა


მარსის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -63˚ C-ია, დედამიწისაზე 77 ˚ C-ით დაბალი.


3. ატმოსფერო


მარსის ატმოსფერო დედამიწისაზე 61%-ით თხელია და შედგება თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს მხოლოდ 0,04%-ს შეადგენს.


4.  კანიონები


მარინერის ველები თითქმის ხუთჯერ უფრო ღრმაა, ოთხჯერ უფრო გრძელი და ოცჯერ უფრო განიერი, ვიდრე დედამიწის დიდი კანიონი.


5. უძველესი ოკეანეები


ერთ დროს მარსს ოკეანეები ჰქონდა, მაგრამ მათი წყალი დედამიწის წყლის მხოლოდ 1,5%-ს შეადგენდა.


6. ოაზისები


თუკი მარსზე სიცოცხლე არსებობდა, სავარაუდოდ ის ოაზისის მსგავს ტბორებში უნდა ყოფილიყო. ეს ტბორები სიცოცხლისათვის ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, ზუსტად ისე, როგორც ისინი დედამიწაზეა.


7. ცუნამები


მარსის ოკეანეებს, ჩვენების მსგავსად, ცუნამები ახასიათებდა. უდიდესი ტალღების სიმაღლე 122 მეტრი უნდა ყოფილიყო, ლონდონის თვალზე ოდნავ დაბალი.


8. ყინულის ქუდები


დედამიწის მსგავსად, მარსს პოლუსებზე ყინულის ქუდები აქვს. ჩრდილოეთ ქუდის სიღრმე 3,2 კილომეტრია და მოიცავს ტეხასზე ოდნავ დიდი ტერიტორიას.


9. ვულკანები


ოლიმპის ვულკანი ჰავაის მაუნა-ლოაზე ორჯერ მაღალია; იგი მზის სისტემის უმაღლესი მთაა.


10. ხომალდების გაშვების მაჩვენებელი


ბოლო წლებში, მარსზე მისიების გაშვების მაჩვენებელი შემცირდა. 1960-1970-იან წლებში წითელ პლანეტაზე 23 მისია გაუშვეს, ახალ ათასწლეულში კი მხოლოდ 10.



11. მისიები


მარსამდე მიღწევა ძალიან რთულია. გაშვებულ მისიათა ერთმა-მესამედმა მარცხი განიცადა.


12. მომავალი თარიღები


მოინიშნეთ კალენდრებზე - 2019 წლის 23 მაისს მარსზე ახალი წელი დადგება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი