logo_geo
პირველად ისტორიაში - NASA ნეიტრონული ვარსკვლავის მისიას გაუშვებს
- +

15 ივნისი. 2017. 22:16


თითქმის 50 წლის შემდეგ, რაც ინგლისელმა ასტროფიზიკოსმა ჯოსელინ ბელმა სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავთა არსებობა აღმოაჩინა, ამ უჩვეულო ობიექტთა შესასწავლად, NASA მსოფლიოში პირველ მისიას გაუშვებს.


სააგენტო გეგმავს გაუშვას ორი-ერთში Neutron Star Interior Composition Explorer-ი, იგივე NICER-ი, რისთვისაც გამოიყენებს SpaceX CRS-11-ს, ტვირთების მიწოდების მისიას, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა Falcon 9 წაიღებს.


დამონტაჟებიდან ერთი კვირის შემდეგ, დაიწყება დაკვირვება სამყაროს ყველაზე მკვრივ ობიექტებზე - ნეიტრონულ ვარსკვლავებზე. მისია განსაკუთრებით ფოკუსირდება პულსარებზე - იმ ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, რომლებიც ციმციმებენ, რადგან ღერძის გარშემო ბრუნვისას, ჩვენი მიმართულებით რადიაციის ნაკადებს უშვებს, შუქურას მსგავსად.


„მისიის გაშვებისთვის უკვე შესაფერისი დროა", - ამბობს NASA-ს მეცნიერი კეით გონდრო. მკვლევართა ჯგუფმა მაცივრის ზომის მარგ ტვირთზე მუშაობა გასულ ზაფხულს დაასრულა. იგი მოიცავს რენტგენული გამოსხივების 56 ტელესკოპსა და სილიციუმის დეტექტორებს. მიუხედავად ამისა, გაშვების შესაძლებლობა 2017 წლამდე არ არსებობდა.


ექსტრემალური ბუნების გამო, ნეიტრონულმა ვარსკვლავები და პულსარები დიდი ინტერესის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც 1939 წელს მათი არსებობა თეორიულად ივარაუდეს, აღმოჩენა კი 1967 წელს მოხერხდა.


ეს ობიექტები იმ მასიურ ვარსკვლავთა ნარჩენებია, რომლებიც ბირთვული საწვავის ამოწურვის შემდეგ აფეთქდნენ და დაახლოებით ნიუ-იორკის ზომის სუპერ-მკვრივ სფეროებად კოლაფსირდნენ. მათი ინტენსიური გრავიტაცია შთანთქავს განსაცვიფრებელი ოდენობის მატერიას და ქალაქის ზომის სფეროებში თავს უყრის 1,4 მზის მასას, ანდა სულ მცირე 460 000 დედამიწის მასას. შედეგად, წარმოიქმნება სტაბილური, იმდენად მკვრივი მატერია, რომ მისი მსგავსი სამყაროში ჯერჯერობით სხვა არ გვინახავს. ნეიტრონული ვარსკვლავის ერთი ჩაის კოვზი მატერია დედამიწაზე მილიარდობით ტონას აიწონიდა.


„ასეთ პირობებში არსებული მატერიის ბუნება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემაა. ნეიტრონული ვარსკვლავების ინტერიერის ფიზიკის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს; ახლა კი, NICER-ის ზუსტი დაკვირვებების საშუალებით, შესაძლებლობა გვექნება ეს თეორიები საბოლოოდ შევამოწმოთ", - ამბობს გენდრო.


მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები რადიაციას სპექტრშიც გამოყოფს, რენტგენულ დიაპაზონში დაკვირვება მრავალ ცნობას გვაწვდის მათი სტრუქტურისა და მაღალი ენერგიის ფენომენზე, მათ შორის, იქ მიმდინარე ვარსკვლავურ მიწისძვრებზე, თერმობირთვულ აფეთქებებზე და კოსმოსში ამ დრომდე ცნობილ ყველაზე მძლავრ მაგნიტურ ველებზე.


18-თვიანი მისიის დროს, NICER-ი შეაგროვებს ვარსკვლავთა საშინლად ძლიერი მაგნიტური ველისა და მათი მაგნიტური პოლუსების მიერ წარმოქმნილ რენტგენულ გამოსხივებას. ამ ადგილებზე, ობიექტთა ინტენსიური მაგნიტური ველები მათ ზედაპირზე ვლინდება და ამ ველებში ჩაჭედილი ნაწილაკები ქვემოთ მიემართება, ვარსკვლავის ზედაპირთან შეჯახებისას კი წარმოქმნის რენტგენულ გამოსხივებას.


პულსარების შემთხვევაში, ნაწილაკთა ეს დინება მაგნიტურ ველთა მიდამოებში რადიაციის მძლავრ ნაკადებს წარმოქმნის. როგორც ბელმა აღმოაჩინა, დედამიწიდან რადიაციისეს ნაკადები დაიმზირება რადიაციის ანთებების სახით, რაც წამებს ან მილიწამებს გრძელდება, პულსართა ბრუნვის სიჩქარიდან გამომდინარე.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი