logo_geo
„მერვე საოცრების“ სავარაუდო მდებარეობა დასახელდა
- +

15 ივნისი. 2017. 23:31


დამოუკიდებელმა მეცნიერმა რექს ბანიმ და ახალი ზელანდიის ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა საშა ჰოლდენმა, მათი აზრით, „მსოფლიოს მერვე საოცრების" ადგილმდებარეობას მიაკვლიეს.


მეცნიერები ცდილობდნენ თეთრი და ვარსდისფერი ტერასების - ოტუკაპუარანგის მდებარეობის დადგენას. ამისათვის, კვლევის ავტორებმა შეისწავლეს კარტოგრაფი ფერდინანდ ფონ ჰოშტერის 1859 წლის ჩანაწერები და ასევე აღადგინეს მოვლენები, რასაც 1886 წელს, ოტუკაპუარანგის განადგურება მოჰყვა.


მანამდე ითვლებოდა, რომ „მსოფლიოს მერვე საოცრება" ახალ ზელანდიაში, როტომაჰანის ტბის ფსკერზე მდებარეობას, მაგრამ ბანის და ჰოლდენის კვლევებით დადგინდა, რომ თეთრი ტერასები, თანამედროვე როტომაჰანის ფსკერიდან მაქსიმუმ 15 მეტრის სიღრმეშია.


ოტუკაპუარანგის თეთრი ტერასები 1886 წელს, ვულკანი ტერავერას ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი