logo_geo
მეცნიერებმა პურის მოხმარების დადებითი და უარყოფითი თვისებები დაადგინეს
- +

16 ივნისი. 2017. 01:56


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პურის ზომიერი მოხმარება დიდად არ ცვლის საჭმლის მომნელებელი სისტემის მიკროფლორას, თუმცა მიდგომა კონკრეტულ შემთხვევასთან ინდივიდუალური უნდა იყოს.


ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 20 ადამიანმა, რომელთა რაციონშიც პურის მოხმარების წილი 10 პროცენტს შეადგენდა. ექსპერიმენტის პერიოდში მათ პურის მოხმარება 2,5-ჯერ გაზარდეს. ექსპერიმენტში მონაწილეების ერთი ნაწილი თეთრ პურს მიირთმევდა, ხოლო მეორე ნაწილი - რუხს.


მეცნიერების მოლოდინის მიუხედავად, განსხვავებული ცვლილება თეთრი და რუხი პურის მომხმარებელთა ანალიზებში არ აღმოჩნდა. თუმცა როცა თითოელი კონკრეტული შემთხვევა გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ თითოეული ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებდა როგორც თეთრი, ისე რუხი პურის გაზრდილ მოხმარებაზე.


მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოიტანეს: კვების რაციონში თეთრი და რუხი პურის მოხმარებისას, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა გაანალიზდეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი