logo_geo
მეცნიერები: ღამურებს სასიკვდილო ვირუსი გადააქვთ
- +

16 ივნისი. 2017. 02:04


კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ახალი სასიკვდილო ინფექციის, კორონავირუსის (MERS) გადამტანი მეტწილად ღამურაა. ვრცლად კვლევის თაობაზე ინფორმაცია ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.


ეს არის ვირუსი, რომლებიც მძიმე ფორმის რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ვირუსი პირველად 2002 წელს კორეაში გავრცელდა და მან მალევე 27 ქვეყნის მოსახლეობა დააინფიცირა. 2012 წელს საუდის არაბეთში ამ ვირუსისგან 640 ადამიანი გარდაიცვალა.


ექსპერიმენტი აფრიკის ქვეყნებში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჩატარდა. გამოიკვლიეს 12 000 ღამურა, 3 000 მღრნელი  და 2 500 მაიმუნი. აღმოჩნდა რომ, რომ ყველაზე მეტი პროცენტი ადამიანების დავირუსებისა ღამურებზე მოდიოდა.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, უახლოეს მომავალში, MERS-ის უკან დახევა მოსალოდნელი არ არის. ინფიცირებული პაციენტებიდან ყოველი მეორე კვდება.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი