logo_geo
რა პროფესიის ადამიანზე დაქორწინდებით საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე - ახალი კვლევის შედეგი
- +

21 ივნისი. 2017. 19:39


 

სიყვარული და სამსახური - იცოდით რომ ეს ორი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან? „ბლუმბერგის" კვლევის მიხედვით, თქვენი პროფესია და სამსახური კარგი წინასწარმეტყველია იმისა თუ, რა პროფესიის ადამიანზე დაქორწინდებით.


მკვლევარებმა 3,5 მილიონი ოჯახი შეისწავლეს და დაასკვნეს პროფესიების მიხედვით რომელი პროფესიის ადამიანზე ქორწინდებიან ყველაზე ხშირად.

 

1. მასწავლებელი - ქალი მასწავლებელი ქორწინდება მამაკაცზე, რომელიც არის დაწყებითი, ან საშუალო სკოლის მასწავლებელი, ხოლო საშუალო სკოლის მასწავლებელი მამაკაცი დაწყებითი სკოლის მასწავლებელზე ქორწინდება.


2. ფინანსური ანალიტიკოსი - ქალი ფინანსური ანალიტიკოსი ქორწინება ფინანსურ მენეჯერზე. კაცი ფინანსური ანალიტიკოსი ქორწინდება მასწავლებელზე.


3. მზარეული - ქალი მზარეული ქორწინდება შეფ-მზარეულზე, ხოლო მამაკაცი მზარეულები მიმტანებზე ქორწინდებიან.


4. გაყიდვების მენეჯერი - ქალი გაყიდვების მენეჯერები ქორწინდებიან სუპერვაიზერზე, ხოლო მამაკაცი გაყიდვების მენეჯერები ქორწინდებიან გაყიდვების მენეჯერ ქალებზე.


5. ფერმერი - ქალი ფერმერები ასევე ფერმერებზე ქორწინდებიან, ისევე, როგორც მამაკაცები.


6. ფსიქიატრი და ქირურგი - ქალები ქორწინდებიან თავიანთ კოლეგებზე, ხოლო მამაკაცების უმეტესობას ცოლად მოჰყავთ მედდები.


7. მდივანი - ქალი მდივანი ქორწინდება თავის უფროსზე, მენეჯერზე, კაციც ანალოგიურ არჩევანს აკეთებს და უმეტეს შემთხვევაში, თავის უფროსზე ქორწინდება.


8. მიმტანი - მიმტანი ქალი ქორწინდება მზარეულზე, ხოლო მიმტანი მამაკაცი დამლაგებელზე.


9. მსახიობი - ქალი მსახიობი ქორწინდება მსახიობზე, ან რეჟისორზე, ხოლო მამაკაცი არჩევანს ან მსახიობზე, ან მომღერალზე აკეთებს.


10. იურისტი - ქალი ქორწინდება თავის კოლეგაზე, ისევე, როგორც მამაკაცი.


11. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - ამ პროფესიის ქალი ქორწინდება ამავე პროფესიის მამაკაცზე, ხოლო მამაკაცები უფრო ხშირად არჩევანს მასწავლებელზე აჩერებენ.

 

12. პოლიციის ოფიცერი - ქალები ძირითადად თავიანთ კოლეგებზე ქორწინდებიან, ხოლო კაცები ან კოლეგებზე, ან მასწავლებელზე.


13. მხატვარი - ქალები როგორც წესი ასევე მხატვრებზე ქორწინდებიან, ხოლო კაცი მხატვრები უფრო ხშირად მასწავლებელს ირჩევენ.


14. ფსიქოლოგი - როგორც კვლევამ აჩვენა, ფსიქოლოგების უმეტესობა ერთმანეთზე ქორწინდება.


15. მუსიკოსი, მომღერალი - როცა ქორწინებას ეხება საქმე, ეს პროფესიაც მჭიდროდ იკვეთება და მუსიკოსები და მომღერლები ერთმანეთზე ქორწინდებიან.


16. მოცეკვავე, ქორეოგრაფი - მოცეკვავე ქალი უმეტესად ქორწინდება რაიმის ხელოსანზე, შედუღების ოსტატზე, ხოლო მამაკაცი მოცეკვავეები უფრო მეტად ასევე ქალ მოცეკვავეზე ქორწინდებიან.


17. სამხედრო პირი - ქალი სამხედრო ჯარისკაცზე ქორწინდება, ხოლო მამაკაცები უფრო ხშირად სტილისტებზე და კოსმეტოლოგებზე აჩერებენ არჩევანს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი