logo_geo
NASA-ს თანამგზავრმა მარსის ზედაპირზე მოძრავი მავალი გადაიღო
- +

22 ივნისი. 2017. 23:48



მარსის ორბიტაზე მოძრავმა NASA თანამგზავრმა Mars Reconnaissance Orbiter-მა თავის უმძლავრესი ტელესკოპით გადაიღო მარსის ზედაპირზე მოძრავი მავალი Curiosity, რომელიც კლდოვან მთაზე ადის. 


მანქანის ზომის მარსმავალი შარფის მთის დაბალ კალთებზე მიცოცავს, თავის შემდეგი დანიშნულების ადგილისაკენ. ფოტოზე იგი ლურჯი წერტილის სახით ჩანს,  მუქი ფერის კლდოვანი ზედაპირის ფონზე. 


ფოტო გადაღებულია 2017 წლის 5 ივნისს, Curiosity-ს მეხუთე დაბადების დღემდე 2 თვით ადრე. NASA-მ მავალი წითელი პლანეტის ზედაპირზე 2012 წლის 5 აგვისტოს დასვა.


ფოტოს გადაღების მომენტში, Curiosity შარფის მთის ქვედა კალთების ქვიშის დიუნების კვლევის პროცესში იყო. ამავე დროს, იგი მიემართება უფრო მაღლა, ვერა რუბინის ქედისაკენ, რათა შეისწავლოს ჰემატიტების ნიმუშები, რომელთა იდენტიფიკაციაც მეცნიერებმა მარსის ორბიტიდან გადაღებულ ფოტოებზე შესძლეს.


მავალის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე,  Curiosity-ს მიერ გადაღებული ფოტოები კი აქ. 


 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი