logo_geo
ადამიანებსა და ცხოველებს შორის მთავარი განსხვავება დასახელდა
- +

23 ივნისი. 2017. 18:43


ამერიკელმა მეცნიერებმა, შვედ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი რაოდენობით რიგითი ინფორმაციის დამახსოვრება. ეს არის მთავარი განსხვავება ადამიანსა და პრიმატს შორის.


სპეციალისტებმა გააანალიზეს 108 ფრინველისა და ძუძუმწოვრის მონაცემები. ზოგიერთ ექსპერიმენტში, ცხოველს უნდა დაემახსოვრებინა როდის ინთებოდა წითელი და მწვანე ნათურა. მეცნიერების თქმით, რაც უფრო გრძელი იყო კომბინაცია, მით უფრო რთული იყო მათთვის რიგითობის დამახსოვრება, თუმცა ცხოველები ადამიანების მსგავსად ადვილად ასხვავებდნენ ერთ სიგნალს მეორესგან.


ბიოლოგებს მიაჩნიათ, ევოლუციის პროცესში, ადამიანმა ისწავლა კომბინაციების ამოხსნა, რაც ენის წარმოშობის საფუძველად იქცა და ასევე ადამიანებს ანალიზისა და დაგეგმარების საშუალება მისცა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი