logo_geo
მეცნიერებმა ქრონიკული დაღლილობისგან გათავისუფლების საშუალებას მიაგნეს
- +

24 ივნისი. 2017. 02:12



დედოფალ მარიას ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ქრონიკული დაღლილობისგან გათავისუფლების საშუალებას მიაგნეს. კვლევა ჟურნალში The Lancet ქვეყნდება. მის შესახებ წერს The Telegraph-იც.


ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან გამკლავება რეგულარული, ზომიერად ინტენსიური ვარჯიშებით არის შესაძლებელი.


ამ დასკვნამდე კვლევის ავტორები 12 კვირის განმავლობაში 200 ადამიანის ჯანმრთელობაზე დაკვირვებით მივიდნენ. ისინი დეპრესიისა და უძილობის სამკურნალო საშუალებების მიღების გარდა ფიზკულტურითაც იყვნენ დაკავებულნი. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც 100 კაცი იყო შეყვანილი, 40-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა.


ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ნერვული სისტემის დათრგუნვას უკავშირდება, რომელიც დიდი ხნით დასვენებითაც არ ქრება. ის ძირითადად განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული და 1000-დან 7 ადამიანს ემართება.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი