logo_geo
იოსებ სტალინი კასპიის ზღვის დაშრობას გეგმავდა
- +

25 ივნისი. 2017. 13:43



რუსული გამოცემა „როსბალტი" სენსაციურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირის ბელადი იოსებ სტალინი კასპიის ზღვის დაშრობას ნავთობის მოპოვების გამარტივების მიზნით გეგმავდა.


სტალინის იდეის თანახმად, რომელიც მას 1952 წელს მოუვიდა, მდინარე ვოლგი კალაპოტი ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში უნდა გადაეგდოთ, თერგი - ჰალმუხეთის სტეპებში უნდა გაეშვათ.


მაშინ კასპიის ზღვა ჰიდროლოგებმა გადაარჩინეს, რომლებმაც ბელადი დაარწმუნეს, რომ მდინარეებისთვის კალაპოტების შეცვლის შემთხვევაშიც არ ეყოფოდათ ტუმბოები კასპიის ზღვის აუზიდან ატმოსფერული ნალექების ამოსაშრობად.


ამის შესახებ КГБ-ს ყოფილი უფროსი ივან სეროვი თავის მემუარებში წერს, რომელიც 2016 წელს გამოიცა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი