logo_geo
„კასინიმ“ სატურნზე მზის ამოსვლა გადაიღო
- +

28 ივნისი. 2017. 02:38



კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ" სატურნზე მზის ამოსვლის ამსახველი ფოტოები მიიღო, სადაც მზის სხივები ახალი ამოწვერილია, სუსტად ანათებს გიგანტი-პლანეტის რკალს და ღრუბლების ზედაპირს. ამის შესახებ ინფორმაციას ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია აქვეყნებს.


რამდენიმე ხნის წინ „კასინიმ" თავისი სამუშაოს დასკვნითი ფაზა დაიწყო, როდესაც 22 აპრილს საბოლოოდ შეხვდა ტიტანს. სატურნთან მიახლოებამ ზონდს ფრენის ტრაექტორია შეუცვალა და პლანეტა-გიგანტთან შესაჯახებლად მიმართა, რომლის ატმოსფეროშიც ის სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა დაიწვას.


მანამდე კი „კასინი", გაგრძელებული მისიის ფარგლებში, უკვე 7 წელზე მეტია მუშაობს. სწორედ ამის წყალობით მოახერხეს მეცნიერებმა გიგანტ-პლანეტაზე სეზონების ცვლილებას დაკვირვებოდნენ.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი