logo_geo
500 წლის წინ მცხოვრები ადამიანის სახე აღადგინეს
- +

29 ივნისი. 2017. 21:45



ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარის ჯონ მურას გუნდმა, 500 წლის წინ მცხოვრები ირლანდიელის სახე აღადგინა. ეს იმ მეცნიერთა გუნდია, რომლებმაც მანამდე, ინგლისის მეფის რიჩარდ III-ისა და შოტლანდიის მეფე რობერტ I ბრიუსის, თავის ქალის ძვლებით, შეძლეს მათი მიახლოებითი მოდელების შექმნა. კვლევაზე ვრცლად გამოცემა Gizmodo წერს.


ირლანდიელის ნაშთი, ოთხ სხვა ადამიანის ძვლებთან ერთად, 2014 წელს დუბლინში, ტრინიტი-კოლეჯის მთავარ შესასვლელთან იპოვეს. არქეოლოგებმა ივარაუდეს, რომ ნაშთი ვიკინგებს ეკუთვნით, რომლებიც ამ ტერიტორიაზე VIII-XI საუკუნეებში ცხოვრობდნენ. თუმცა სამეცნიერეო ანალიზის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ის ტიუდორების მართველობის პერიოდს მიეკუთვნება (1485-1603).


ჩონჩხის თავის ქალა, რომელსაც SK2 დაარქვეს, კარგ მდგომარეობაში იყო შენახული, რამაც Face Lab-ის ლაბორატორიის სპეციალისტებს საშუალება მისცა სახის რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ.

თავდაპირველად, მეცნიერებმა თავის ქალის სამგანზომილებიანი სკანირება გააკეთეს და შემდეგ გამოავლინეს წერტილები, რომლებიც სახის კუნთებს განსაზღვრავდა. ციფრულ მოდელზე, ანთროპოლეგები, ფენა-ფენით ათავსებდნენ კანის რბილ ქსოვილებს. 


ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ SK2 - ეს 25-35 წლის კაცია, რომელიც დუბლინში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ის დაბალი სოციალური სტატუსის წარმომადგენელი გახლდათ.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი