logo_geo
მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ მიაქვთ ჩიტებს ბუდეში სიგარეტის ნამწვი
- +

2 ივლისი. 2017. 01:18



მეცნიერები მექსიკაში ფრინველებზე დაკვირვების შედეგად  იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სიგარეტის ნამწვავები ჩიტებს იმ ბუდეებში მიაქვთ, სადაც პარაზიტის სახეობის ტკიპები დიდი რაოდენობით იყო განცელებული. ამის შესახებ, სამეცნიერო ჟურნალში Journal of Avian Biology გამოქვეყნებული.


მეცნიერების მეორე ნაწილი, ჩიტების ამ თვისებას იმით ხსნის, რომ სიგარეტის ნამწვავის ფილტრი ბამბას შეიცავს, და მისი გამოყენება ბუდეში მოსახერხებელია. თუმცა კვლევამ საპირისპირო დაამტკიცა. იმ ბუდეებში სადაც ტკიპები ბინადრობენ, 40 პროცენტით მეტი სიგარეტის ნამწვი აღმოჩნდა.


პარაზიტებისგან ამგვარი დაცვა ერთის მხრივ, დადებითი შედეგის მომტანია, თუმცა მეორე მხრივ, მან შესაძლოა ბარტყების ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს. მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ, სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე ზიანი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი