logo_geo
როგორ იქმნებოდა აიფონი - 7 უცნობი ფაქტი მსოფლიოს მთავარი ტელეფონის შესახებ
- +

2 ივლისი. 2017. 15:57



ათი წლის წინ, 2007 წლის 29 ივნისს, სტივ ჯობსმა საზოგადოებას პირველი iPhone წარუდგინა. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტ ბრაიან მერჩანტის წიგნი The Secret History of the iPhone გამოიცა, რომელშიც აიფონის შექმნის ისტორიაა მოთხრობილი, მათ შორის ბევრი უცნობი დეტალი. გთავაზობთ, აქამდე უცნობ 7 ფაქტს მსოფლიოს მთავარი ტელეფონის, აიფონის შესახებ.


1. სტივ ჯობსს ჩვეულებრივი ტელეფონები სძულდა


მას ვერ იტანდნენ კომპანიის სხვა წამყვანი თანამშრომლებიც: დიზაინერი ჯონ აივი და აიპოდის ერთ-ერთი შემქმნელი ტონი ფედელი. 2005 წლის შემოდგომაზე, სტივ ჯობსმა „პირველი iTunes Phone"-ის Motorola Rokr-ის პრეზენტაცია გამართა. ტელეფონმა არ ივარგა, როგორც ამას Apple-ის თანამშრომლები ვარაუდობდნენ. ჯობსი პრეზენტაციის შემდეგ უხასიათოდ იყო და თანამშრომლებს უთხრა, რომ ეს ტელეფონი ვერ იმუშავებდა და საერთოდ დაიღალა ამ სულელური მილების შემქმენელებთან ურთიერთობით. ფედელის თქმით, სწორედ ამ პრეზენტაციის შემდეგ გახდა ნათელი, რომ Apple-ი საკუთარ ტელეფონს შექმნიდა, თუმცა, მანამდე ჯობსი შიშობდა, რომ სმარტფონს მხოლოდ მოყვარულები შეიძენდნენ.


 Description: http://imedinews.ge/ge/theme/8/-/~/m/u/ck/images/Untitled%20design%20(6).jpg


2. აიფონზე მუშაობა უკიდურესად გასაიდუმლოებული იყო


პროექტი Purple იყო უკიდურესად გასაიდუმლოებული. თანამშრომლებს ისე ქირაობდნენ, რომ სამუშაოს შესახებ არაფერს ეუბნებოდნენ, ზოგიერთს გაუთქმელობის დოკუმენტზე აწერინებდნენ ხელს, რომელიც მათ, პროექტზე, ოჯახის წევრებთან ლაპარაკსაც უკრძალავდა.


აიფონზე მომუშავე ჯგუფი სპეციალურად განთავსდა ისეთ სართულზე, სადაც ყველა თანამშრომელი ვერ მოხვდებოდა. ზოგიერთ ოთახში შესვლა ოთხი საშვის სკანირების შემდეგ შეიძლებოდა. ოთახში, სადაც აიფონის ინტერფეისზე მუშაობდნენ, დამლაგებლებსაც არ უშვებდნენ.


3. მძიმე გრაფიკის გამო, ოჯახები ინგრეოდა


გარდა იმისა, რომ Apple-ის თანამშრომლების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ ჰქონდა რა პროექტზე მუშაობდა, მათ სთავაზობდნენ უწყვეტ, სადღეღამისო სამუშაო გრაფიკს, დასვენების დღეების გარეშე.  


ბევრს პირდაპირ ოფისში ეძინა, რის გამოც ოთახებში უსიამოვნო სუნი დგებოდა. ერთ-ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ პროქტზე მუშაობის დროს წონაში 20 კილოგრამზე მეტი მოიმატა. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ დაოჯახებულებს. მძიმე გრაფიკის გამო, არაერთი თანამშრომლის ოჯახი დაინგრა.


4. iPhone-ი შეიძლება iPod-ის მსგავსი ყოფილიყო


Description: http://imedinews.ge/ge/theme/8/-/~/m/u/ck/images/19691367_1509460822407451_1641762488_n(2).jpg


თავდაპირველად, სტივ ჯობსი ეჭვობდა, რომ აიფონი სენსორული ეკრანით იქნებოდა, ამიტომ უპირატესობას აიპოდის ტელეფონად გადაქცევას ანიჭებდა. პროტოტიპი ასე გამოიყურებოდა: ეს იყო აიპოდი ეკრანით და ნომრისამკრეფი დისკით, რომელსაც ორი რეჟიმი გააჩნდა - ფლეერის და ტელეფონის. ტელეფონის ნომრის აკრეფვა დისკზე შეიძლებოდა, ისევე როგორც ძველ ტელეფონზე. დისკის საშუალებით უნდა გაგზავნილიყო შეტყობინებებიც: ეკრანზე გამოჩნდებოდა ასოები, რომელსაც ნომრისამკრეფით შეარჩევდი, მაგალითად გამოჩნდებოდა A, დისკს თითს დააჭერდი, შემდეგ B, კვლავ დააჭერდი და ასე შემდეგ. პროცესის გაიოლებისთვის ავტომატური შეცვლის სისტემა მოიგონეს.             


მთლიანობაში Apple-მა ასეთი 200-მდე ტელეფონი შექმნა. მაგრამ გუნდი მალევე მიხვდა, რომ ასე არავინ არასდროს აკრეფდა ნომრებს და შეტყობინებებს.


5. აიფონი ინტერფეისიდან გაჩნდა


ტელეფონის მოდელის მოფიქრება სტივ ჯობსმა სენსორულ ეკრანზე მომუშავე ბას ორდინგს დაავალა. ორდინგმა დაიწყო ფიქრი ინტერფეისის იერზე. შექმნა ტელეფონის მოდელი თავის mac-ზე და დაიწყო მთავარი მახასიათებლების მოფიქრება. მაგალითად, „გადახტომის" ეფექტი (rubber band scrolling) მაშინ გაჩნდა, როდესაც ორდინგი ვერ მიხვდა, რატომ „დაეკიდა" გვერდი და ეგონა, რომ პროგრამა არ იტვირთებოდა. როდესაც ჯობსმა ორდინგის ინტერფეისის ვერსია და მისი საბაზისო მახასიათებლები ნახა, თქვა, რომ აქედან ტელეფონს შექმნიდნენ.


6. როგორ დაიბადა ტელეფონის ეკრანის განბლოკვის იდეა


ინჟინრებს ტელეფონის განბლოკვის მეთოდი უნდა მოეფიქრებინათ, რომელიც ერთდროულად იოლიც უნდა ყოფილიყო და რთულიც, რომ ბლოკი მომხმარებლის ჯიბეში ან ჩანთაში მისი ძალისხმევის გარეშე არ მოხსნილიყო. Apple-ის თანამშრომლებმა დიდხანს ვერაფერი მოიფიქრეს.


ერთ დღეს, დიზაინერი ფრედი ანზურესი სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკში თვითმფრინავით ბრუნდებოდა. ის ტუალეტში შევიდა და კარი გადაკეტა. სწორედ ამ საკეტმა შთააგონა და მოაფიქრებინა მას მექანიზმი Slide to unlock, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი თანამშრომლის პატარა შვილზე გამოსცადეს. ბავშვი მექანიზმს გაუმკლავდა, რის შემდეგაც მისი დანერგვა გადაწყდა.

 

7. სტივ ჯობსი აიფონის ეკრანზე ორ ღილაკს ითხოვდა


სმარტფონის შექმნის პროცესში, სტივ ჯობსი დაჟინებით ითხოვდა, რომ ტელეფონს ორი ღილაკი ჰქონოდა - Home (სახლი) და Back (უკან დაბრუნება). საბოლოოდ ის დიზაინრებმა დაარწმუნეს, რომ ორი ღილაკი ინტერფეისს გაართულებდა.


ერთი ღილაკის წინააღმდეგი იყო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ფილ შილერიც, რომელიც ითხოვდა, რომ Apple-ს Blackberry-ის მსგავსად სრულყოფილი კლავიატურა შეექმნა. ერთ-ერთ თათბირზე ამ საკითხს ისეთი კამათი მოჰყვა, რომ ჯობსმა შილერი კაბინეტიდან გააგდო. თუმცა თავად შილერი, ამ ფაქტს უარჰყოფს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი