logo_geo
ამერიკელი ქალების უმეტესობას კაცებთან ერთი-ერთზე სადილი არ მოსწონს
- +

2 ივლისი. 2017. 20:17



New York Times-მა კვლევით ორგანიზაცია Morning Consult-ს დაუკვეთა კვლევა, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რამდენად მოსწონთ ამერიკელებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან პირისპირ, ერთი-ერთზე სადილი ან ალკოჰოლის მიღება.


ეს შეკითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ცოლის გარდა, ერთი ერთზე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან არასდროს უსადილია.


აღმოჩნდა, რომ მაიკ პენსის მოსაზრებას გამოკითხულ ქალთა 50%-ზე მეტი ეთანხმება. მათთვის კაცთან, პირისპირ სადილი დისკომფორტია. ვიცეპრეზიდენტის შეხედულებას გამოკითხულ კაცთა 45% იზიარებს.


რაც შეეხება ალკოჰოლის მიღებას, აქ შედეგები კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა. ქალების მხოლოდ 29%-ს მოსწონს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, ერთი ერთზე, ალკოჰოლის მიღება.


კვლევაში, შემთხვევითი შერჩევის პრიციპით, 3500 ადამიანი მონაწილეობდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი