logo_geo
უძველესი რომაული ბეტონის საიდუმლო ამოხსნეს
- +

4 ივლისი. 2017. 15:52



ამერიკელმა, ჩინელმა და იტალიელმა ბიოლოგებმა, ძველი რომაულის ბეტონის გამძლეობის საიდუმლო ამოხსნეს.


ბეტონისგან ნაშენები სტრუქტურები, რომლებიც თითქმის 2 000 წელია არსებობს, მაღალი ხარისხის იყო, რადგან ძველი რომაული ბეტონი ზღვის წყლისა და ვულკანური ფერფლის სინთეზს წარმოადგენდა, რომელიც ხელს უწყობდა მინერალიზაციას და როგორც წესი, მასალა ამით მყარდებოდა.


ამ დასკვნამდე, მკვლევარები ქალაქ ორბეტალოში (იტალია) ნაპოვნი ძველი რომაული ბეტონის ფილის ფრაგმენტის რენტგენის შესწავლით მივიდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მასალის ბზარებში მოქცევითი ეროზიის გამო, მინერალების ფორმირება ხდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზღვის წყლის ზემოქმედება ბეტონზე, მშენებლობის დასრულების შემდეგაც გრძელდება.


თანამედროვე ბეტონი ზოგადად, პორტლანდცემენტისგან შედგება, რომელშიც შედის ქვიშა და ხრეში. ამ მასალის მინერალიზაცია, ზღვის წყალთან კონტაქტში არ იზრდება. დღევანდელი ბეტონი, როგორც წესი, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ფუჭდება.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი