logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: მივმართავ უშუალოდ გიორგი გაბუნიას!...
- +

7 ივლისი. 2017. 23:23


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2"-ს ხალხისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. პარლამენტარი უშუალოდ გიორგი გაბუნიას მიმართავს და მის მიერ განხორციელებული პროექტების ნახვისკენ მოუწოდებს.


„რუსთავი 2" აგრძელებს ხალხისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური მიზნები აქვს.

 

მივმართავ უშუალოდ გიორგი გაბუნიას, თუ არ გეშინიათ, ხალხს უთხრათ სიმართლე და აჩვენოთ რეალობა, გიწვევთ მცხეთაში, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში და ერთად ვნახოთ ყველა ის განხორციელებული პროექტი, რაც ჩამოვთვალე. ერთი დღე არ გეყოფათ იმისთვის, რომ სრულად ნახოთ 1 მილიონი ლარის ზემოთ ღირებულების პროექტები. დაბალბიუჯეტიან პროექტებზე არ დაგღლით. თუკი ჩემს წინადადებას არ მიიღებთ, ესე იგი თავად აღიარებთ, რომ ხალხს ატყუებთ", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 


 

big_banner
არქივი