logo_geo
ემზარ კვიციანი: მოსალოდნელია, ბევრ საიდუმლოს ავხადო ფარდა...
- +

3 დეკემბერი. 2016. 15:12



პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან პარლამენტში ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომელიც „ნდობის ჯგუფის" შექმნას გულისხმობს. მისი თქმით, მისი ამ ჯგუფში გაწევრიანება ვიღაცებისთვის სარისკოა, რადგან შეიძლება, მრავალ საიდუმლოს ახადოს ფარდა.

 

 

„ალბათ, ვიღაცისთვის სარისკოა ჩემი ამ ჯგუფში გაწევრიანება, თუმცა არა მგონია, ჩემთვის რაიმეს ნდობა სარისკოა. არ მქონია ინტერესი, ამ „ნდობის ჯგუფში" გავწევრიანებულიყავი, არც კი მიფიქრია იქ მოხვედრაზე. ამ ჯგუფს პირველ რიგში ევალება საიდუმლო შესყიდვების შესახებ საქმეების განხილვა. ადრეც ვთქვი, რომ კოდორის ხეობაში, 2006-2008 წლებში, 1 200 000 000 დოლარი გაათეთრეს, არადა, ხეობის შესანარჩუნებლად წელიწადში დაახლოებით 400 000 ლარი გვჭირდებოდა. დღევანდელი ხელისუფლება ალბათ მეტ ყურადღებას მიაქცევდა კოდორის ხეობას და შეიძლება, არც დაგვეკარგა ეს ტერიტორია. დღემდე ძალიან ბევრ საკითხს ამ შესყიდვებთან და კოდორის ხეობაში ჩამოწერილ თანხებთან დაკავშირებით ადევს გრიფი „საიდუმლო". შესაძლებელია, ამ 1 200 000 000-ის გარდა, სხვა თანხაც გათეთრდა. ეს გამოსაკვლევია და სწორედ ამიტომ მე, კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორი, ვიღაცისთვის საშიში ვარ - „ნდობის ჯგუფში" ყოფნის შემთხვევაში, მე მექნება შესაძლებლობა, მოვითხოვო, ამ საქმეებს გრიფი მოეხსნას და მოსალოდნელია, ბევრ საიდუმლოს ავხადო ფარდა", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი