logo_geo
ენძელა მაჭავარიანი: ჯერ კიდევ მაშინ ვნახე, როცა ხალხი ფიქრობდა, რეალურად არსებობდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი
- +

12 ივლისი. 2017. 17:02



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების" სიით გახდა, დიდი პოლიტიკისთვის დებიუტანტია, თუმცა, აქტიური ჟურნალისტური წარსულის წყალობით, ყოველთვის იყო პროცესების ეპიცენტრში და საყვარელმა პროფესიამ იმ ადამიანებს შეახვედრა, ვინც ჩვენი უახლესი წარსულის ქართულ რეალობას ქმნიდნენ.


როგორ გაიცნო ბიძინა ივანიშვილი და როგორ მოხვდა სამების ფონდში, ამ თემაზე უფრო დეტალურად თავად ენძელა მაჭავარიანმა „თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„ბატონმა ბიძინამ ყველას ცხოვრება შეცვალა, როცა იმ რეჟიმისაგან გაგვათავისუფლა... მე ჩემმა ბედმა მიმიყვანა სამების ტაძრის მშენებლობაზეც და პარლამენტშიც. GDS-ში ვიყავი იმ გადაცმის პროდიუსერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. მას იქ მომუშავე ყველა ადამიანთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მე მას ბევრად უფრო ადრე შევხვდი. პირველად ვნახე, როცა სახელმწიფო კანცელარიაში მოვიდა. სამების ფონდის ოფისი მაშინ იქ იყო და ამ დიდებული მშენებლობის სპონსორობის სურვილი გამოთქვა. ანუ, ჯერ კიდევ მაშინ ვნახე, როცა ხალხი ფიქრობდა, რეალურად არსებობდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი. იმ პერიოდში მე სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურს ვხელმძღვანელობდი. თავიდან საკმაოდ რთულ პირობებში მიწევდა მუშაობა. ხუთი წელი თითქმის უხელფასოდ ვიმუშავე. სხვაგან აღებულ ხელფასს თითქმის ტაძრის მშენებლობას ვახმარდი. ამისი მოწმე ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანია. თუმცა, ამ სამსახურის გამო უარი ვთქვი საკმაოდ პრესტუიჟულ შემოსავლიან სამსახურზე - გაზეთ „ქართველი ერის" მთავარ რედაქტორობაზე და ამით დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

 

სამების ფონდში თავად პატრიარქის მიწვევით მოვხვდი. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე ქუთაისში ძალიან ახლო ურთიერთობა მომიწია მის უწმინდესობასთან. ადრე მას, ჯერ კიდევ სტუდენტობისას შევხვდი, როცა ინტერვიუ ჩავწერე. მახსოვს, ერთმა ჩემმა ჯგუფელმა მითხრა, შენი აზრით, ამ ინტერვიუს სად გამოაქვეყნებენო? ჩემი ინტერვიუ პატრიარქთან, სტუდენტურ გაზეთში დაიბეჭდა. წლების შემდეგ, როცა ქუთაისში შევხვდი მის უწმინდესობას, ის გამესაუბრა და მითხრა, რომ სამების მშენებლობა იწყებოდა. ხომ არ მოინდომებ, შენც დაგვეხმაროო, შემომთავაზა მისმა უწმინდესობამ. მადლობა უფალს, რომ მე არ დამაბრკოლა ჩემმა ასაკმა, კარგმა სამსახურმა, რაზედაც, როგორც გითხარით, უარი ვთქვი და სამების ფონდში წავედი სამუშაოდ. იმ პერიოდში, როცა მის უწმინდესობას ინტერვიუზე შევხვდი, ღრმად მორწმუნე არ ვიყავი „მამაო ჩვენოთი" შემოიფარგლებოდა ჩემი რელიგიური ცოდნა... მეუფე ექვთიმემ (მაშინ სამების ტაძრის წინამძღვარი იყო) გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ეკლესიისკენ.

 

მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ბატონი ზურაბ ჟვანიასგან, რომელსაც გაზეთ „კაბადონში" მუშაობის პერიოდიდან ვიცნობდი, კარგი სამსახურის შემოთავაზებაც კი მქონდა, არ ჩავერთე იმ პროცესებში... იმ რევოლუციური ტრიუმვირატისგან კარგს არაფერს ველოდი და ვერც მათ გვერდით ვიმუშავებდი", - აღნიშნავს ენძელა მაჭავარიანი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი