logo_geo
დავით მაღრაძე: მერის არჩევნებში, კახა კალაძის სახით, „ქართულ ოცნებას“ ღირსეული კანდიდატი ჰყავს
- +

13 ივლისი. 2017. 16:36


პოეტმა დავით მაღრაძემ „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდათ კახა კალაძესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მაღრაძემ აღნიშნა, დარმწუნებულია, რომ კალაძე დედაქალაქის მერი გახდება.

 

„დედაქალაქის მერის არჩევნებში, კახა კალაძის სახით, „ქართულ ოცნებას" ძალიან ღირსეული კანდიდატი ჰყავს, რაც მახარებს. ახლო წარსულს გავიხსენებ: კახა ლეგენდარული, ტიტულოვანი ფეხბურთელია. ბუნებრივია, წინა ხელისუფლებას სურდა, მისი სახით, მხარდამჭერი ჰყოლოდა. კახამ ამ ფიანდაზით დაფენილ ბილიკზე არ გაიარა, საკუთარი ზნეობრივი პრინციპი უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ხელისუფლებასთან სიამტკბილობა. თანაც, კონფრონტაციაზე ისეთ აგრესიულ ხელისუფლებასთან წავიდა, როგორიც ეს 9-წლიანი რეჟიმი იყო და საპასუხოდ გირგვლიანის თემა წამოსწია. ანუ, მასსა და ხელისუფლებას შორის სანგარი გაავლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი სულიერი მაგალითები საზოგადოებას წრთვნის უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. მეორე მაგალითსაც გავიხსენებ: როცა მის მეგობარს გიორგი დემეტრაძეს გაუჭირდა, საფეხბურთო სამყარო კი სამარცხვინოდ დუმდა, უფრო მეტიც, ხელისუფლების მიმართ მაამებლური რეპლიკები ისმოდა, კალაძემ მეგობრობის ტვირთი მარტო ატარა. იგი არაჩვეულებრივი პარტნიორი იქნება იმდენად, რამდენადაც მან მეგობრობის ფასი იცის, ხოლო ვინც ეს არ იცის, იგი მოქალაქეობრივ ცხოვრებასაც ვერ გასწევს. მას ნიჭიერება და ალღო აქვს. ნიჭიერი კაცი ყველგან ნიჭიერია. კახა კალაძეს თავისი ცხოვრების გზაზე ბევრი გამარჯვება უზეიმია და დარწმუნებული ვარ, მერის არჩევნებში ახალ გამარჯვებას იზეიმებს", - განაცხადა დავით მაღრაძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი