logo_geo
დავით მაღრაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან მართებული და დროული იყო!
- +

13 ივლისი. 2017. 20:56


 

პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს სურს ისეთი სურათი დახატოს, თითქოს ისინი ბევრნი და ერთ აზრზე არიან, ხოლო "ქართული ოცნება" მარტო დარჩა", - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

 

რას ნიშნავს მარტო დარჩენილი პარტია? - ჩემი აზრით, მარტო დარჩენილი პარტია ამომრჩევლის გარეშე დარჩენილ პარტიას ეწოდება. ანუ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, თითქმის უკლებლივ, მარტოდ არის დარჩენილი. ქართული ოცნება" ერთადერთია, რომელსაც მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი სრულ მარტოობაშია, რადგან მათ მოსახლეობასთან, ამომრჩეველთან კავშირი არ აქვთ და შედეგად, კავშირს ერთმანეთთან ეძებენ. სხვათა შორის, სახელოვნებო სამყაროშიც ასეა - როდესაც ხელოვანს მკითხველთან, მსმენელთან, მაყურებელთან და .. კავშირი არ აქვს, ასეთი ხელოვანები ერთურთს ეტმასნებიან, რათა ერთმანეთს გააძლებინონ და თავიანთი უსუსური ყოფა გაუადვილონ. ქართული ოცნება", როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც კავშირი აქვს საქართველოს მოსახლეობასთან, ქართველ ხალხთან. ეს გამოიხატა საკონსტიტუციო ცვლილებებშიც, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მართებული და დროული იყო. ვინაიდან, ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია თავის სამკერვალოში წაიღო, დაიქირავა კუტურიეები და თავის კოხტა ტანზე მოირგო. ხან სახელო მოსდიოდა მოკლე და კუტურიეები უგრძელებდნენ, ხან შარვლის ტოტი ჰქონდა გრძელი და უმოკლებდნენ, ერთი სიტყვით, საქართველოს კონსტიტუცია მის ვნებებს მოარგეს", - განაცხადა დავით მაღრაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი