logo_geo
დავით მაღრაძე: გიორგი კვირიკაშვილმა დაგვანახა, რომ იგი იდეალების ერთგულია!
- +

13 ივლისი. 2017. 20:57



„როდესაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი აცხადებენ, რომ უცხო ტრადიციები არ აინტერესებთ და ვინც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონს არ მიიღებს, იგი ველურია, ამის პარალელურად ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება გმირობაა", - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ "საერთო გაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა და საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მაღარძის განცხადებით, ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ქართული კულტურის, იტორიის და პრინციპების ერთგულია.


„ეს თანხვედრაშია საქართველოს მოსახლეობის ფიქრთან, განცდასთან და გულისთქმასთან. საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით დაგვანახა, რომ იგი ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების ხსოვნის, „ვეფხისტყაოსანის", „დავითიანის", „შუშანიკის წამების", სოლომონ დოდაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ილიას იდეალებისა და პრინციპების ერთგულია. ეს ტენდენცია, რაც ახლა არის - ერთნაირსქესიანთა ქორწინების ბუმი, მინდა მკითხველმა იცოდეს, ნაკარნახევი ტენდენციაა, მერე მოდურად ქცეული, რომელსაც მასმედია ექვემდებარება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის. ქართული სახელმწიფო პირნათელი დარჩება დროისა და სივრცის წინაშე", - განაცხადა დავით მაღრაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი