logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: არამხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე აკავებენ ადამიანებს
- +

14 ივლისი. 2017. 18:32



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ვერსიასთან" ინტერვიუში მცოცავ ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებული ადამიანების ბედთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედითუნარიანობას განიხილავს.


როდესაც საუბარია საოკუპაციო პროცესსა და დინამიკაზე, რა თქმა უნდა, მარტო ერთ საკითხს არ ვსვამთ. ხშირად თავად ამბობენ, რომ არამხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე აკავებენ ადამიანებს, არამედ მეორე მხარესაც, საიდანაც აქეთ ცდილობენ გადმოსვლას. სხვათა შორის, სტატისტიკით სამჯერ მეტი ადამიანი არ გადმოუშვეს ცხინვალიდან. უბრალოდ იქ ცხინვალის იზოლატორში არ მიჰყავთ, აკავებენ და უშვებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ყველას წინააღმდეგაა მიმართული განურჩევლად ეთნიკური ნიშნისა და გეოგრაფიული მდებარეობისა

 

ფაქტები ხშირად დაზუსტებულია. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა იქ, რომელსაც დეტალური ინფორმაცია აქვს, ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოსახლეობამ კარგად იცის, ადგილზე არსებული ვითარება, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები არსებობს, მაგრამ მათი სრულიად მესმის და მხარსაც ვუჭერ, რა თქმა უნდა, საკუთარ მიწაზე წვდომას ცდილობენ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ფაქტების დასაზუსტებლად ვიდეოკამერების დაყენებას აპირებენ თუ არა შემდეგნაირად უპასუხა:


ეს ისეთი კითხვებია, მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით გიპასუხებთალბათ გახსოვთ, საყოფაცხოვრებო კამერამ დააფიქსირა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. ეს კადრები საჯაროა და რა თქმა უნდა, უტყუარი მტკიცებულებაა. აქედან გამომდინარე უნდა შევხედოთ, როგორ რეჟიმს ვუპირისპირდებით. არ ვამბობ, რომ საჭირო არაა. შეიძლება, გარკვეული მუშაობა მიდის, მაგრამ ამ საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. სხვა მექანიზმებია - საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა, მოლაპარაკების ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება, ზეწოლა და .. მათ შორის, ჩვენი კონსტრუქციული მიდგომაც, ხალხს გადაადგილების საშუალება მივცეთ და არ ვილაპარაკოთ ამ კონტექსტში რაიმე პოლიტიკურ ამოცანებზე", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი