logo_geo
სოზარ სუბარი ირაკლი კორძაიაზე: თუ რამე იცოდა ამდენი ხანი რატომ დუმდა?
- +

16 ივლისი. 2017. 00:09



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც 2014 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ირაკლი კორძაიას განცხადებებს სიცრუესა და აბსურდს უწოდებს. ამის შესახებ სოზარ სუბარმა  გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები" განაცხადა.


ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა თუ რამე იცოდა. ცხადია, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. რიცხვი არ მახსოვს, როდის იყო ეს ამბები, რასაც კორძაია იხსენებს, მაგრამ გავიგე ტელევიზიიდან და ამ დროს ვიყავი კახეთში როდესაც ამ სისულელეს მოვკარი ყური. კორძაია იყო ჩემი პრესსამსახურის უფროსი და ჩვენს შორის დამალული არაფერი ყოფილა. რაც ხდებოდა ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. მსგავსი საუბარი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა და თუ იყო, მანამდე უნდა ეთქვა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


რაც შეეხება ე.წ. „მესიჯბოქსის შემუშავებას, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კორძაიას ამ განცხადებასაც ტყუილს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ მესიჯბოქსი მუშავდებოდა, თავად ირაკლი კორძაიას უნდა შეემუშავებინა, რადგან ის პრესსამსახურის უფროსი იყო.


კამერების ჩანაწერებზე ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვით, იმის გარდა რაც ბევრჯერ გვითქვამს. ძალიან ცუდია, რომ მოუწესრიგებელი სისტემა დაგვხვდა. იმედი მაქვს, რომ ახლა ეს სისტემა იქნება მოწესრიგებული, სწორედ იმ ეტაპზე მიდიოდა ამ სისტემის მოწესრიგება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, შიდა მოკვლევის ჩატარებისას შესწავლილი იყო გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებამდეა განთავსებული და არც ერთ ჩანაწერში არ დაფიქსირდა ვანო მერაბიშვილის მიერ გაჟღერებული ციხიდან გაყვანის ფაქტი, ისევე როგორც აღნიშნულ მარშრუტზე მანქანის გადაადგილება.


 

big_banner
არქივი