logo_geo
კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სფეროს მიმართულებით, პარლამენტმა ძალიან ბევრი რეგულაცია მიიღო
- +

4 დეკემბერი. 2016. 11:42



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტმა კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტმა ძალიან ბევრი რეგულაცია მიიღო. სარეჟიმო პირობების გაუმჯობესებისთვის მათ შექმნეს მოდელი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ოთხი ტიპის მიხედვით დაყვეს.


„2012 წლის შემდეგ, უწყებაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა. გასული 4 წლის განმავლობაში, სასჯელაღსრულების სფეროს მიმართულებით, საქართველოს პარლამენტმა ძალიან ბევრი რეგულაცია მიიღო. მკაცრი რეგულაციები იყო საჭირო, რათა პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილიყო ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ ამავდროულად, საჭირო იყო სარეჟიმო პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრიც. რიგი ცვლილებები შევიდა დაახლოებით 40-მდე კანონში. სწორედ მათ შესაბამისად, მივიღეთ მოდელი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ოთხი ტიპის მიხედვით დავყავით. ესენია: დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება", - განაცხადა კახა კახიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი