logo_geo
კახა კახიშვილი: პატიმრებს მცირე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ
- +

4 დეკემბერი. 2016. 12:19



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პატიმრებს მცირე სარემონტო სამუშაოებზე  დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, კახიშვილის განცხადებით, გაიხსნა ონლაინ მაღაზია, რომლის დახმარებითაც პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული ნამუშევრების რეალიზაცია მოხდება. 


„გვაქვს საშუალება, პატიმრები კონტრაქტის საფუძველზე, 20 ლარის დღიური ანაზღაურებით, მცირე სარემონტო სამუშაოებზე დავასაქმოთ. ამასთან, გავხსენით სპეციალური ონლაინ მაღაზია, რათა მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში წარმოებული ნამუშევრების რეალიზაცია მოგვეხდინა. გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებული თანხები კი, პირდაპირ პატიმართა ანგარიშზე ირიცხება", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი