logo_geo
კახა კახიშვილი: დედები მცირეწლოვანი შვილების სანახავად უქმე დღეებში დაწესებულებას დატოვებენ
- +

4 დეკემბერი. 2016. 14:17



სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, მსჯავრდებული დედები, რომელთა შვილებიც 3 წლის შემდეგ დაწესებულებას დატოვებენ, მათ სანახავად უქმე დღეებში დაწესებულებიდან გამოსვლას შეძლებენ.


„3 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ბავშვის გაყვანა და დედასთან დაშორება ძალიან მტკივნეული პროცესია. ამ ფონზე, სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის მიხედვით, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მსჯავრდებულ დედას, საშიშროების რისკის გათვალისწინებით, საშუალება მიეცემა, უქმე დღეებში გავიდეს დაწესებულებიდან და შვილთან ერთად იყოს", - განაცხადა კახიშვილმა.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მსჯავრდებულ ქალს ბავშვი დაწესებულებაში შეეძინა, ის მასთან 3 წელი რჩება. შემდეგ კი დაწესებულებას ტოვებს.


კახიშვილის განმარტებით, ბავშვის უფრო დიდი ხნით დატოვება მის ფსიქიკაზე ცუდად აისახება, ამიტომ დღეს არსებული 3-წლიანი ვადა ვერ გახანგრძლივდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი