logo_geo
გია გაჩეჩილაძე: ეს აღსარება ჩემი ცხოვრებაა
- +

22 ივლისი. 2017. 13:52



გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში სქემარქიმანდრიტ სერაფიმე ხით ხარივისა და გია გაჩეჩილაძის ერთობლივი საგალობელი „აღსარება" გავრცელდა. ამ ლექსმა საზოგადოების აზრი ორად გაყო. ნაწილი აღფრთოვანებული იყო, ნაწილმა კი, საგალობელი ეკლესიაში დადგმულ სპექტაკლად აღიქვა. ამ თემაზე „თბილისელებთნ" თავად გია გაჩეჩილაძემ ისაუბრა.


„2008 წლის შემდეგ სახლში ვარ ჩაკეტილი და ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი რაღაც გადავაფასე. ბევრი ლექსი დაიწერა ამ პერიოდში. მამაოს გაცნობის შემდეგ კი სრულიად სპონტანურად გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა. გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ეს აღსარება ჩემი ცხოვრებაა. მეყო ძალა, რომ ყველაფერი ხმამაღლა მეთქვა. მამაოს ძალიან გაუხარდა, რომ შევძელი და ყველაფერი ხმამაღლა ვთქვი ჩემი ტკივილისა და შეცდომების შესახებ. მამა სერაფიმეს გაცნობის შემდეგ, საერთოდ გადავაფასე ჩემი ცხოვრება. ძალიან თავისუფლად და სიყვარულით სავსედ ვგრძნობ თავს. სულ არ მიფიქრია იმაზე, რომ ამას ამხელა ამბავი მოჰყვებოდა.

 

პავლე სავლე იყო მანამ, სანამ პავლე გახდებოდა. არც ისეთი საპასუხისმგებლო გაგვიკეთებია რამე, რომ პასუხისმგებლობები ავიღოთ. ეს ყველაფერი გულიდან წამოსული და ნამდვილი იყო... ღიზიანდებიან ისინი, ვინც თავად არაფერს აკეთებს. მოდი, შექმენით რაღაც და მე მერე შემაფასეთ. ვერასდროს ვიქნები იმ ადამიანის აზრზე, თავად რომ არაფერი შეუქმნია და მხოლოდ კლავიატურაზე უკაკუნებს", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი