logo_geo
ჯემალ სეფიაშვილი: დღემდე მაქვს ძალიან დიდი გულის ტკენა...
- +

5 დეკემბერი. 2016. 02:06



„მიყვარს ლექსებზე სიმღერების წერა. იცით, ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ დეშიფრატორი იმ მელოდიის, რომელსაც პოეტი ღიღნებს, როდესაც ლექს წერს",- ამის შესახებ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაცემა „მაესტროს ექსკლუზივში" ისაუბრა. სეფიაშვილმა, ასევე გაიხსენა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ამონარიდზე დაწერილი სიმღერა და აღნიშნა, რომ ქართულ სინამდვილეში მსგავსი რამ ჯერ არავის გაუკეთებია.


„ყოფილა შემთხვევა, რომ ლექსი ერთ-ორ ადგილას შემიცვლია, სიტყვაც დამიმატებია, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოეტის თანხმობით.

 

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ამონარიდზე დავწერე სიმღერა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 250 წელის განმავლობაში ქართულ სინამდვილეში ეს არ მომხდარა...

 

ამ სიმღერის პრემიერა 4 იანვარს შედგა. პატრიარქის დაბადების დღე იყო. პატივი მხვდა წილად და ჩემი შემოქმედებითი საღამოთი პატრიარქის დაბადების დღე ავღნიშნე. შესრულდა ეს სიმღერა, მიხაროდა, მაგრამ დღემდე მაქვს ძალიან დიდი გულის ტკენა. მე ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა არის მოვლენა. რატომღაც არცერთმა ჟურნალისტმა, მუსიკის მცოდნემ არაფერი არ დაწერა ამის შესახებ. წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ დაიწერებოდა მე რომ სცენაზე შარვალი მქონოდა გახეული...",- განაცხადა სეფიაშვილმა. 


 

big_banner
არქივი