logo_geo
სად გაქრა დავით უსუფაშვილი? – „ყველაფერს ვნახავთ შემდეგი წლიდან“
- +

5 დეკემბერი. 2016. 12:12



მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიიდან წასულმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველს" სამომავლო გეგმების შესახებ ვრცელი ინტერვიუ მისცა, პარტიის შექმნა და პოლიტიკოსებთან კონსულტაციების დაწყება დააანონსა, აღარ გამოჩენილა. ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინი, რომელსაც სათავეში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჩაუდგებოდა, დავიწყებას მიეცა.


„პრაიმტაიმი" დაინტერესდა, სად გაქრა დავით უსუფაშვილი და რას აპირებს ის პოლიტიკაში? რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, რომელიც დავით უსუფაშვილის გუნდში მოიაზრება, უსუფაშვილი თბილისში იმყოფება.


ვახტანგ ხმალაძის თქმით, მკვეთრ პოლიტიკურ ნაბიჯებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იანვრიდან გადადგამს.


- მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ დავით უსუფაშვილი თბილისშია.

 

- რას აპირებს დავით უსუფაშვილი? ის ახალი პოლიტიკურ პარტიის შექმნას აანონსებდა, დაიწყო დაპირებული კონსულტაციები?


- ამას ყველაფერს ვნახავთ ცოტა ხანში, დაახლოებით შემდეგი წლის იანვრიდან. ახლა ყველაფერი დასალაგებელი და ჩამოსაყალიბებელია, ეს არის ის, რის თქმაც შემიძლია.

 

- თქვენ ხართ მუშაობის პროცესში ჩართული?


- დიახ, ვარ. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით.


როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილი იმ რჩევას გაითვალისწინებს, რომელიც თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილს მისცა: ახალი წლის სუფრას მიუჯდება, თავს ბოლომდე ჩაყოფს საცივში, წარსულს მოიგონებს და ახალ პოლიტიკური ცხოვრებას ახალი წლიდან დაიწყებს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი