logo_geo
მარიო მარკესი: სტალინს მაგიდაზე მზერით საგნების გადაადგილება შეეძლო
- +

5 დეკემბერი. 2016. 12:41



ჟურნალი „თბილისელები" სტალინის შესახებ აქვეყნებს სტატიას. მასში სტალინის მოწაფეობაზეა საუბარი. ის გურჯიევის პირველი მოწაფე გახლდათ, მასწავლებელმა კი მას ტიფლისში მიაგნო. სტალინთან ერთად ასევე შემდგომ უკვე ექიმი-ფსიქიატრი მარიო მარკესიც სწავლობდა. 


1971 წელს მარკესის შვილმა, მამის დღიურების რამდენიმე ფრაგმენტი გამოაქვეყნა ლათინო-ამერიკულ პრესაში, სადაც სტალინზეა საუბარი. მარიო მარკესი წერს: „მოსკოვში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის დროს, 1912 წელს მოვხვდი გურჯიევის წრეში. „სულიერ მამას" (გურჯიევს) თოთხმეტი მოწაფე ჰყავდა მაშინ და მე, მეთხუთმეტე ვიყავი. ვსწავლობდით ფილოსოფიას, რელიგიებსა და მედიტაციურ საცეკვაო მოძრაობებს.


მეცადინეობების მიზანი იყო ჩვენი მომზადება მეორე ეტაპისთვის, რაც ჰარმონიული განვითარების მთავარ პროგრამას შეადგენდა და იქ მოსახვედრად მოსამზადებელი კურსის დაძლევა იყო საჭირო. ექვსთვიანი მეცადინეობის შემდეგ, თხუთმეტიდან მხოლოდ ხუთმა დავძლიეთ ეს ეტაპი და მთავარ პროგრამაში მოვხვდით. სწორედ იქ გავიცანი იოსები (სტალინი).


ის (სტალინი) გურჯიევის ერთადერთი მოსწავლე იყო,რომელმაც მასწავლებელმა (გურჯიევმა) მეცადინეობის ჩატარების ნება დართო და კვირაში ერთხელ სწორედ იოსები გვასწავლიდა მედიტაციას, ჰიპნოზს და ადამიანებსა და საგნებზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს. თავად იოსებს კი (სტალინს) ნებისყოფისა და შინაგანი ენერგიის კონცენტრაციის წყალობით, მხოლოდ მზერით შეეძლო მაგიდაზე ისეთი საგნების გადაადგილება, როგორიცაა სამელნე და სქელტანიანი წიგნი.


ასევე, ის აკეთებდა ჰიპნოზს და საკმარისი იყო მისთვის თვალებში შეგეხედა, რომ ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებდი. თავად გურჯიევი, მოგვიანებით, იოსებზე ამბობდა - მსოფლიო მბრძანებელი გახდებაო", - წერს მარიო მარკესი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი