logo_geo
სანდრო თვალჭრელიძე: ონლაინ-სესხები მუქთახორების ბიზნესია!...
- +

5 დეკემბერი. 2016. 12:43



ხელისუფლება ონლაინ-სესხებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ ონლაინ-სესხების გაუქმებას მიესალმება. მისი აზრით, ბიზნესი, რომელიც არ ქმნის პროდუქტს, მკვეთრად უნდა შეიზღუდოს.



„რატომღაც მგონია, რომ ხელისუფლებას მართლაც სურდა ონლაინ-სესხების აკრძალვა, რასაც მივესალმებოდი, ისევე, როგორც ონლაინ-კაზინოების შეზღუდვას, თუმცა რატომღაც ეს ვერ გაიტანეს. სამწუხაროდ, ონლაინ-სესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს - ერთს ართმევენ, მეორეს ასესხებენ და ა.შ. ერთ დღეს ეს ხუხულა, ვფიქრობ, აუცილებლად ჩამოინგრევა. ისეთი ბიზნესი, რომელიც არ ქმნის პროდუქტს, ჩემი აზრით, მკვეთრად უნდა შეიზღუდოს. ამ სფეროზე კონტროლი უნდა დაწესდეს!" - აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი