logo_geo
ნაცების ოფისი, შესაძლოა, დაებლოკათ - რა გეგმა ჰქონდათ სააკაშვილის მომხრეებს?!
- +

5 დეკემბერი. 2016. 14:19



შეიძლება ითქვას, რომ გიგი წერეთელმა „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ძალიან ამაყობს, რომ ერთადერთი და მთავარი ოპოზიციური ძალაა და კიდევ უფრო მეტად ამაყობს, რომ დასავლური ღირებულებების მოძრაობაა, დიდი სკანდალისგან იხსნა. „მიშა მაგარიას" მომხრეებს საბჭოს გადაწყვეტილება რომ არ მოსწონებოდათ, შეიძლება, პიკეტირებასაც არ მორიდებოდნენ. შემთხვევითი არ იყო, რომ ოფისის შიგნით პოლიტსაბჭო ყრილობის ჩატარების დეტალებზე ბჭობდა, გარეთ კი „მიშა მაგარიას" მომხრეები იკრიბებოდნენ და პრინციპულად მოითხოვდნენ საკუთარი ინტერესების გატარებას.


„მიშა მაგარიას" ინტერესების გამომხატველები მოითხოვდნენ, რომ ყრილობა ჩატარებულიყო 6-7-ათასკაციანი და პარტიის თავმჯდომარედ არავინ არ აერჩიათ. მათი არგუმენტი ასეთია: მიშა პოლიტიკური დევნილია, ამიტომაც მას ახლა არ შეუძლია, იყოს პარტიის თავმჯდომარე და არც სხვამ არ შეიძლება ის შეცვალოს.


არა, ის ჩვენი ღმერთი და კერპი კი არ არის, არამედ იდეაა, რომელიც თავის თავში საქართველოს თავისუფლებასა და დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციას მოიცავს, - ასე წერდნენ „მიშა მაგარიას" ფანები სოციალურ ქსელებში.


გიგა ბოკერიას ჯგუფი, რომელიც პოლიტსაბჭოს უმრავლესობას შეადგენს, მიიჩნევს, რომ პარტია არ არის ერთი კაცის, ამიტომაც ის უნდა განვითარდეს, პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, ყრილობა უნდა იყოს 2000-კაციანი.


უკვე მერამდენედ, მათემატიკა ხდება მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკის. „მიშა მაგარიას" მომხრეები და თავად მიშა მაგარიაც, მიიჩნევს, რომ რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება ყრილობა, მით მეტი შანსია, გიგა ბოკერია და მისი მომხრეები პოლიტსაბჭოდან გააძევონ, როგორც მოღალატეები და მიხეილ სააკაშვილი დატოვონ პარტიის სიმბოლურ თავმჯდომარედ.


გიგი წერეთელმა, როგორც ჩანს, თავი განგებ შეიკავა. მის გარდა, თავი თამარ ბოკუჩავამაც შეიკავა და საკითხი მიშა მაგარიას სასარგებლოდ გადაწყდა, ასე რომ არ მომხდარიყო, ისინი აქციებსა და ოფისის პიკეტირებას გეგმავდნენ. რას არ იზამ საკუთარი კერპის გადასარჩენად. მიხეილმაც თავის მხურვალე მომხრეებს მადლობა გადაუხადა თავგანწირვისთვის.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი