logo_geo
სანდრო თვალჭრელიძე: ლარის გაცვლითი კურსი მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლისას უნდა გვახსენდებოდეს!
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:58



ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დედოლარიზაციის გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების ამ ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკებს სესხის გაცემა ლარში მოუწევთ, თვითონვე იქნებიან დაინტერესებულები და სპეკულაციებზეც აღარ წავლენ.


„ე.წ. დედოლარიზაციას მივესალმები. უპირველესად იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეროვნული ვალუტა ჩემი სიამაყეა. კონსტიტუციურად ჩვენი ვალუტა ლარია და ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, გარიგება, ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს ლარით. როდესაც კრედიტებს, რაღაც განაკვეთებს, ბინის იპოთეკურ სესხს გიფორმებენ დოლარში, არასწორია! ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და უნდობლობა ეროვნული ვალუტისადმი, რაც უნდა აიკრძალოს. რამდენად შეუმსუბუქებს ეს მდგომარეობას იმას, ვისაც უკვე აქვს სესხი, ვერ გეტყვით... ისე, დარწმუნებული ვარ, თუ ბანკებს ლარით მოუწევთ სესხის გაცემა, თვითონვე იქნებიან დაინტერესებული, რომ მისი გაუფასურება არ მოხდეს და სპეკულაციებზეც აღარ წავლენ, ჩვენ კი ლარის გაცვლითი კურსი მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლისას უნდა გვახსენდებოდეს!" - განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი