logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილს ნაციონალებისგან საფრთხე ემუქრება!
- +

31 ივლისი. 2017. 03:05


 

„ნაციონალური მოძრაობა არის სექტა, როგორ შეიძლება, ისინი სიმართლეს ლაპარაკობდნენ? სააკაშვილმა იმდენი ქნა, რომ უკრაინელებს ყელში ამოუყვანა და მიიღო კიდევაც პასუხი", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.


„თავის ნამდვილ სახეს სანამ გამოაჩენდა, ის უკრაინელებს ძალიან მოსწონდათ. ჩვენმა პროკურატურამ მისი ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ გააგზავნა მოთხოვნა კიევში და ორჯერვე უარი მიიღო. ... სააკაშვილს საფრთხე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ემუქრება. აფთრებივით რომ გადანაწილდნენ სხვადასხვა პარტიაში, მაინც ერთ ხროვად დარჩნენ. ამან ოღონდ ციხეს თავი დააღწიოს და ყველაფერს დაამღერებს. სააკაშვილმა პირი თუ მოაღო, ყველა იმ დანაშაულს აეხდება ფარდა, რომლებიც იმ სისხლიან წლებში იქნა ჩადენილი" , - განაცხადა მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი