logo_geo
სანდრო თვალჭრელიძე: საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესს იმედით ვუყურებ
- +

5 დეკემბერი. 2016. 17:40



ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ საკითხს იმედიანად უყურებს.



„ევროპის შენგენის ვიზა 17 მარტს მიმთავრდება და ვფიქრობ, ვიზის გაგრძელება აღარ დამჭირდება. ამ პროცესს იმედით ვუყურებ, თუმცა, ცხადად გამოჩნდა, რა შენელებულად მუშაობს ევროპული ბიუროკრატიული მანქანა. ოპტიმისტი ვარ, ღმერთმა არ ქნას, ვცდებოდე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მისწრაფებები, გეზი კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგეს..." - განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი