logo_geo
ოთარ კახიძე: სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარეობის უფლება არ აქვს!
- +

5 დეკემბერი. 2016. 18:23



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობით, მას არ აქვს უფლება, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.


„სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს - ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობით, მას „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს და დღეს არც არის. ამიტომ, ჩვენი პოზიცია იყო, პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა.

 

ამ საკითხზე გვქონდა ტაქტიკურ აზრთა სხვადასხვაობა და არა დაპირისპირება, როგორც ეს ზოგიერთმა შერაცხა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი