logo_geo
ჯაბა ხუბუა: სადაც მეუფე პეტრეა - იქ ახალაიები არიან! სადაც ტარას შავშიშვილია- იქ „ნაციონალური მოძრაობაა“!
- +

2 აგვისტო. 2017. 13:48


 

„ტარას შავშიშვილი ირაკლი მამალაძის თანდასწრებით გეგმავდა, როგორ უნდა გაეჟონა მედიაში კომპრომატებს მაღალი სასულიერო იერარქების წინააღმდეგ. ის გეგმავდა ჭყონდიდელი მეუფე როდის, რომელ ტელევიზიაში უნდა გამოსულიყო", - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში" წერს.


„თუ დააკვირდებით, რა კატეგორიის ხალხი ფიგურირებს „ციანიდის საქმის" გარეშემო,  ადვილად მიხვდებით, საიდან უბერავს ქარი, რომლის მიზანიც ქართული ეკლესიისათვის დამანგრეველი დარტყმის მიყენებაა. დიახ, ახალაიების მეგობარი მეუფე პეტრე, ბაჩო ახალაიას ყოფილი მრჩეველი სოსო ოხანაშვილი და შაშკინის მარჯვენა ხელი ტარას შავშიშვილი - აი, მთელი თაიგული, რომელიც ცხადყოფს, რომ „ციანიდის საქმის" უკან სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა" და მათი უცხოელი მფარველები დგანან. რად უნდა ბევრი ლარი და ხაზი: სადაც მეუფე პეტრეა - იქ ახალაიები არიან! სადაც ტარას შავშიშვილია - იქ „ნაციონალური მოძრაობაა"! და სადაც „ნაციონალური მოძრაობაა" - იქ ქართული ეკლესიის სამტრო საქმე იჩარხება", - წერს ჯაბა ხუბუა.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი