logo_geo
ეკა ბესელია: რთულ გზას გავდივართ, მაგრამ პროგრესი გვაქვს
- +

6 დეკემბერი. 2016. 10:45




„ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ლარის გაუფასურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბევრად მდიდარი ეკონომიკის ქვეყნებში გაცილებით უარესი მდგომარეობაა.


„ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით შემდეგ, ერთი პარამეტრიც არ გაუარესებულა. წინა ხელისუფლება უკეთესი ვერც ერთი განზომილებით ვერ იყო. მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი ბევრად ადრე დაიწყო. საერთოდ, მსოფლიო დღის წესრიგი ძალიან სწრაფად იცვლება. ამ საერთო ეკონომიკური პოლიტიკიდან კი საქართველო მოწყვეტილი არ და ვერ იქნება. ჩვენზე გავლენას ბევრი რამ ახდენს.

 

ბევრად მდიდარი ეკონომიკის ქვეყნებში უფრო დიდი ინფლაციაა. ინსტიტუციურ და ფუნდამენტურ ცვლილებებს რეალურად 2013 წლიდან შევეხეთ და უკიდურესად მძიმე ნიშნულიდან ქვეყნის შემობრუნება დავიწყეთ.

 

თუკი ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, საკუთრების დაცვა, ბიზნესის ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ა.შ. არაა, ეკონომიკა მყარი და მზარდი ვერასოდეს იქნება. რთულ გზას გავდივართ, მაგრამ პროგრესი გვაქვს და ეს პროგრესი მეტად ხელშესახები გახდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი