logo_geo
ნანა დევდარიანი: ჩვენ ვზარალდებით...
- +

9 აგვისტო. 2017. 15:20


„რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ NATO არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, ფაქტია, რუსეთი NATO-ს საფრთხედ აღიქვამს", - ამის შესახებ „ახალ თაობას" გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განუცხადა. დევდარიანის თქმით, რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ NATO და ევროკავშირი ფართოვდება.


„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ღიზიანდება იმაზე რომ NATO და ევროკავშირი გაფართოვდა. არადა, შეთანხმება სხვანაირი იყო, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ, NATO აღარ უნდა გაფართოებულიყო, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ხარჯზე. სოციალისტური ბანაკის კი არა, ეს უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხარჯზეც მოხდა.


ამის გარდა, რუსეთი მუდმივად მიუთითებს, რომ არ დაუშვებს NATO-ს ბაზების უშუალოდ მის საზღვრებთან განლაგებას. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ NATO არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, ფაქტია, რუსეთი NATO-ს საფრთხედ აღიქვამს. გააკეთებს ამერიკა სვლას და ამას მოჰყვება საპასუხო სვლა რუსეთისგან. შუაში ჩვენ ვრჩებით და ვზარალდებით. ამას ემატება „ნაციონალების" მიერ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომ რუსეთთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. რატომ არ აქვს აზრი?! აბაშიძე-კარასინის ფორმატმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებას აზრი აქვს. ყველა საკითხი, რომელიც აბაშიძემ დასვა გადაწყდა", - განაცხადა ნანა დევდარიანმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი