logo_geo
პეტრე მამრაძე: სააკაშვილი აწყვეტილი გიჟივით ვერავინ და ვერაფერმა ვერ გააჩერა!
- +

9 აგვისტო. 2017. 15:22


„სააკაშვილმა თვითონ გაითხარა სამარე და ამ სამარეში თვითონვე ჩახტა!" - ამის შესახებ მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„ხმამაღლა ვაცხადებ: 2008 წელს და უფრო ადრეც არ დარჩა არცერთი გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი, ვინც სააკაშვილი ხმამაღლა და კატეგორიულად არ გააფრთხილა, რომ აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ავანტიურა არ წამოეწყო! პრეზიდენტმა ბუშმა საგანგებო წერილიც კი გამოუგზავნა სააკაშვილს, რომელშიც ეწერა, რომ თუ სააკაშვილი თავისას არ დაიშლიდა და ომს დაიწყებდა, მაშინ ამერიკა საერთოდ გაწყვეტდა მასთან ყოველგვარ ურთიერთობას. სწორედ ამის სათქმელად ჩამოვიდა 2008 წლის ივლისში კონდოლიზა რაისი, მაგრამ სააკაშვილი აწყვეტილი გიჟივით ვერავინ და ვერაფერმა ვერ გააჩერა! სააკაშვილმა თვითონ გაითხარა სამარე და ამ სამარეში თვითონვე ჩახტა!

 

2008 წლის აგვისტოში ავსტრალიის გაზეთებიც კი წერდნენ, რომ სააკაშვილმა თავისი სამხედრო ავანტიურით შეასრულა პუტინის დავალება!  აღარაფერს ვამბობ ლინკოლნ მიტჩელსა და სხვა გავლენიან ამერიკელ ანალიტიკოსებზე, რომლებმაც სააკაშვილი პუტინის აგენტად შერაცხეს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი