logo_geo
დავით მაღრაძე: ყოფილი გუბერნატორის პერსპექტივას ვერ ვხედავ...
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:39




პოეტი დავით მაღრაძე ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში კითხვაზე - უნდა მოხდეს თუ არა ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ამბობს, რომ თუ უკრაინა საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, მაშინ ქვეყანასთან უნდა იმეგობროს და არა ადამიანთან, რომელსაც ყოფილ სამშობლოსთან კოფლიქტი აქვს.



„ისე კარგად არ ვიცნობ უკრაინელი საზოგადოების განწყობილებას, რომ ზუსტი პროგნოზი გითხრათ, მაგრამ თუ მართლაც მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, ქვეყანასთან უნდა იმეგობროს და არა - რომელიმე ადამიანთან, რომელსაც ყოფილ სამშობლოსთან კონფლიქტი აქვს... რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, მართლა არ ვიცი, მით უფრო, ყოფილი გუბერნატორის პერსპექტივას ვერ ვხედავ..." - განაცხადა დავით მაღრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი