logo_geo
რეზო ამაშუკელი: აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ და ვეღარასდროს დავიბრუნებთ!
- +

15 აგვისტო. 2017. 15:37

 

 

„პირდაპირ ვაცხადებ და არავინ შემედავოს აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ და ვეღარასდროს დავიბრუნებთ!" - ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.

 

„იმიტომ, რომ პუტინი სოხუმში ჩავიდა და დიდი ფულიც ჩაიტანა, ჩვენ კი NATO-ს ტანკებთან ფოტოებს ვიღებთ და ამერიკის დროშას ვაფრიალებთ! აფხაზეთში უკვე აღარ არის ის თაობა, რომელმაც იცოდა რა იყო აფხაზეთი და რა იყო საქართველო!  ესმოდა ვინ იყვნენ თვითონ და ვინ ვიყავით ჩვენ, როგორი ძმობა და ურთიერთობა გვქონდა! დღეს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სომხები წარმოადგენენ! აფხაზეთი ფაქტობრივად უკვე სომხეთია, აფხაზები თავიანთ უბედურებას მაშინ მიხვდებიან, როცა დიდი იმპერია მათ გენოფონდს მთლიანად ჩაყლაპავს, მაგრამ ვაი, რომ მაშინ უკვე გვიანი იქნება!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი