logo_geo
რეზო ამაშუკელი: „კარალევა მარგო“ კიდევ არაერთ სისაძაგლეს ჩაიდენს!
- +

15 აგვისტო. 2017. 16:47



 „დიახ, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ „კარალევა მარგო" სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს, ისევე როგორც მის ყოფილ რძალს, უკრაინის პოლიციის უფროსად ნამუშევარ ხატია დეკანოიძეს მიანიჭა!" - ამის შესახებ „ასვაალ-დასავალს" პოეტმა რეზო ამაშუკელმა განუცხადა.

 

„თქვენ მაინც დამემოწმეთ, ჯერ კიდევ როდის ვყვიროდი, მარგველაშვილისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ-მეთქი და ახლაც ვაცხადებ - „კარალევა მარგო" კიდევ არაერთ სისაძაგლეს ჩაიდენს!

 

თბილისის მერის არჩევნებში მხარს ვუჭერ კახი კალაძეს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რომ თავის დროზე, როცა ბევრი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, სააკაშვილს პირდაპირ ეთერში უთხრა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გამოიძიეთო, ხოლო მერე, როცა გიორგი დემეტრაძე დააპატიმრეს, კახი აღმოჩნდა ერთადერთი კაცი მთელ საფეხბურთო სამყაროში, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი მეგობარსა და თანაგუნდელს! დიახ, ამ ვაჟკაცური თვისებების გამო ვუჭერ მხარს კალაძეს და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი მერიც იქნება, რადგან მოკლე დროში შეძლო, პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებულიყო! სხვა კანდიდატებს რაც შეეხება, ადოლფინა ხოშტარიასა და უდუმაშვილს ვეუბნები-თქვენი ადგილი თბილისის მერიაში კი არა, სანაგვეზეა, თქვენ გასივებულ ბელად სააკოვთან ერთად!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.

 


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი