logo_geo
ალექსანდრე დარახველიძე: ინერგება სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა
- +

15 აგვისტო. 2017. 17:53


 

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პატიმრებისთვის გარკვეულ სიახლეებს ითვალისწინებს. რა შემთხვევაში და როგორი ტიპის პატიმრებს შეეძლებათ პენიტენციური სისტემის დატოვება, ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალი „თბილისელები" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე დარახველიძეს ესაუბრა.

 

 „ინერგება სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა. ამ სასჯელს მოიხდიან ის პატიმრები, რომლებიც პირველად გასამართლდნენ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. სასჯელის ვადად განსაზღვრულია 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა. აღნიშნული სასჯელი გულისხმობს მსჯავრდებულის ვალდებულებას, იმყოფებოდეს სახლის პირობებში მოსამართლის მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში, შესაძლოა, ეს იყოს ღამის საათები. ამის კონტროლს სამინისტრო უზრუნველყოფს ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რომლის ერთი ნაწილი მსჯავრდებულს სხეულზე უმაგრდება, ხოლო მეორე ნაწილი-სტაციონარული აპარატი, რომელიც უშუალოდ მანძილს აკონტროლებს, მონტაჟდება საცხოვრებელ სახლში. სამაჯურის მოხსნის მცდელობა ან ნებისმიერი სხვა ტიპის დარღვევა, ავტომატურად ელექტრონული ფორმით ეგზავნება ცენტრალური მართვის სამსახურს და ისინი მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", -განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი