logo_geo
მეგი გოცირიძე: ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, ივანიშვილმა სასწრაფოდ დატოვოს დედამიწა!
- +

17 აგვისტო. 2017. 02:43


 

მეგი გოცირიძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უახლოეს ხანში დედამიწას გააჩერებს და „ქოცებს" სულ პანჩურის რტყმით ჩაყრის, საზოგადოებაში არნახული ვნებათაღელვა გამოიწვია და საქართველოს ფარგლებსაც კი გასცდა. როგორც NASA-ში აცხადებენ, ქალბატონ მეგისთვის დედამიწის გაჩერება არაა პრობლემა, თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ახლა კაცობრიობამ იმაზე უნდა იფიქროს, რა მოჰყვება ამ ყველაფერს მაშინ, როცა დედამიწა ყოველწლიურად ისედაც ამცირებს საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნვის სიჩქარეს დაჩვენ ისედაც ვდგავართ გლობალური კატასტროფის წინაშე.  ამიტომ „ექსპრეს-ინფო" სასწრაფოდ დაუკავშირდა გოცირიძეს და ამ თემაზე სთხოვა კომენტარი:


- ქალბატონო მეგი, როდესაც დედამიწის გაჩერება გადაწყვიტეთ, ალბათ, გაითვალისწინეთ, რა მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ დედამიწის ბრუნვა კიდევ უფრო შენელდება და მეტიც - ის საერთოდ გაჩერდება.


- არაფერიც არ გამითვალისწინებია, მე ეხლა მარტო მიშაზე ვფიქრობ, თუ მას არ დაუბრუნებენ მოქალაქეობას, წყალსაც წაუღია მთელი სამყარო, რაში მაინტერესებს?!


- ეგ ჰო, გასაგებია, მაგრამ NASA-ს მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის ბრუნვის შენელების მიუხედავად, ატმოსფერო მის გარშემო აგრძელებს ბრუნვას და მათ შორის ბალანსის დარღვევამ დედამიწაზე შეიძლება დიდი ქარიშხლები წარმოიქმნას.


- მეც ეგ მინდა... სწორედაც ქარიშხალი მინდა ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ გაიქცეს დედამიწიდან!


- მოითმინეთ, ჯერ შეკითხვა არ დამიმთავრებია... ესე იგი, დედამიწის სრული გაჩერების შემთხვევაში ადამიანები, საგნები და წყალი დედამიწის ზედაპირზე წარმოშობს ერთ დიდ ცუნამს, რომლის მამოძრავებელი ძალაც ზემოთ აღნიშნული ქარიშხალი იქნება. ცუნამის პარალელურად მოხდება ვულკანების ამოფრქვევა. არ გაშინებთ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ  დედამიწის ბრუნვის შეჩერების შემთხვევაში, იმ წუთში გაქრება სიცოცხლე.


- მაიცა, რაააააა, ეგ ნასელები თუ პრასელები სუ ეგრე ლაპარაკობენ... დაე, გაქრეს სიცოცხლე, რა არის ბოლოს და ბოლოს ჩვენი უბადრუკი სიცოცხლე მიშას გარეშე? აი, როცა მიშაზე ვფიქრობ, ტანში ჟრუანტელი მივლის, მიცელში კატაკლიზმები მეწყება და სწორ ნაწლვში იმნაირი ვულკანები მეფრქვევა, ცუნამები და ეგეთი რაღაცები რა სახსენებელია?!


- ქალბატონო მეგი, დამიჯერეთ, ყველა ობიექტი, რაც ჩვენს პლანეტაზეა, მოწყდება ადგილიდან და 1,3 ათასი კმ/წმ. სიჩქარით გაექანება აღმოსავლეთის მიმართულებით. მაქსიმალური სიჩქარე ეკვატორზე იქნება.


- ჰოდა, ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა მთხოვეს, „ქოცებს" მთლად ნუ ჩაყრი დედამიწიდან, თვითონვე გაექანებიან აღმოსავლეთის მიმართულებით, შეიძლება ეკვატორზე ვერც ვერაფერს მოეჭიდონ და ეგრევე გაიჭრან უსასრულობაშიო.

 

- რას ბრძანებთ, ამერიკელებიც თქვენს გვერდით არიან?


- ნუ, ეხლა, მთლად ბოლომდე არ იზიარებენ ჩემს იდეებს, მაგრამ იციან, რომ მე მიშას გულისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი და რაღაც ვერსიებზე მუშაობენ, თუ რომელიმე მომეწონება, შეიძლება დავთანხმდე. არ ვიცი, ამჟამად მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ხიხო ივანიშვილმა უნდა დატოვოს არა მხოლოდ საქართველო, დედამიწაც. ეს გახლავთ საბოლოო გადაწყვეტილება და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება!


- ესე იგი, ივანიშვილმა რომ დატოვოს დედამიწა, „ქოცებს" თავს დაანებებთ?


- გააჩნია, როგორ ფიცს დადებენ ჩემს უზადო ფეხებთან!

 

- სხვათა შორის, უნდა შეგახსენოთ, რომ კატასტროფების შედეგად დედამიწა გახდება აბსოლუტურად მრგვალი, მის ერთ მხარეს იქნება გაუსაძლისი სიცხე, ხოლო მეორე მხარეს გაუსაძლისი სიცივე, დადგება სამყაროს აღსასრული.


- ნუ მაბოლებთ, დედამიწა ეხლაც მრგვალია, ერთ მხარეს ისედაც სიცხეა, მეორე მხარეს კი სიცივე. ნუ ცდილობთ, შემაშინოთ და დედამიწის გაჩერება გადამაფიქრებინოთ, არ გამოგივათ!

 

- მე მგონი, თქვენ დღეს არსებულ ცივილიზაციაზეც უნდა იფიქროთ, მიშა ვის აინტერესებს?


- არააააააააააააააააააააა!!!


- რატომ?!


- თქვენ იმდენს იზამთ, კიკინებს გამაშლევინებთ!!!


- თქვენ ხომ კიკინები ისედაც გაქვთ გაშლილი, ვერ ხედავთ?!


- ეს ფორმალურად მაქვს გაშლილი, თუ მართლა გავიშალე, მერე ნახავთ ცუნამს!!!


- არა, მაინც რა მეთოდით აპირებთ დედამიწის გაჩერებას?


- მიშას აქვს ერთი ორგანო, რომელსაც ცოტა ხნით მიადებ დედამიწას და გაჩერდება!!!

 

- რომელ ორგანოს გულისხმობთ?


- ეგ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს... კარგად ბრძანდებოდეთ!!!




ავტორი თორნიკე ზედელაშვილი















 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი